logo

ახალი ცნობები "მილანის" შემდეგ მწვრთნელზე

ახალი ცნობები "მილანის" შემდეგ მწვრთნელზე

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას მტკიცებით, "მილანის" ახალი მწვრთნელი რალფ რანგნიკი გახდება. ზემოთ ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ივან გაზიდისმა თავისი გაიტანა და მიზანს მიაღწია.

პაოლო მალდინიმ რამდენჯერმე უარყო ეს ჭორები და რანგნიკი "მილანისთვის" შეუფერებელ ვარიანტად მონათლა. ასეთი დაპირისპირების ფონზე დიდია ალბათობა იმისა, რომ ზვონ ბობანმა და პაოლო მალდინიმ "როსონერი" დატოვონ.

"Il Giornale"-ს თქმითაც, 61 წლის სპეციალისტი "რედ ბულს" დატოვებს და ლომბარდიულ გრანდთან სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რალფი ტიპური ინგლისური ფეხბურთის მიმდევარია მიუხედავად იმისა, რომ გერმანელია და სატრანსფერო ფანჯარაზე სრულ კონტროლს ითხოვს.

რანგნიკის თქმით "ლაიპციგში" და "ზალცბურგში" მან არიგო საკის მსგავსი ფილოსოფია ჩადო. აქვე მისი ინტერვიუ: "ძალიან მიყვარდა საკის "მილანი", ისინი ზუსტად ისეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, როგორსაც მე ვეტრფი. ის იყო ჩემი ინსპირაცია და ჩემი კარიერის განვითარებაში მას უდიდესი წვლილი აქვს."

2 თვის წინ
1803 / 2
rossoneri-best
user
Mate Abramidze პიოლის მაინც ჯობს მოიყვანონ ეს მაინც smilesmilesmile
user
Mate Abramidze პიოლის მაინც ჯობს მოიყვანონ ეს მაინც smilesmilesmile
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ