logo

ბრაიდა: "ისტორიას ვერ წაშლი, დიდებულ "მილანს" კვლავ ვიხილავთ"

ბრაიდა: "ისტორიას ვერ წაშლი, დიდებულ "მილანს" კვლავ ვიხილავთ"

არიედო ბრაიდა "მილანის" ტექნიკური დირექტორი 20 წელზე დიდ ხანს იყო რა დროსაც "როსონერიმ" ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. ბრაიდამ "Il Giornale"-სთან ინტერვიუში ყოფილ კლუბზე ისაუბრა.

"ახალგაზრდულ გუნდში აუცილებელია რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის ყოფნა. ვნახეთ რა შეუძლია იბრაჰიმოვიჩს მიუხედავად იმისა, რომ 38 წლისაა. იმედი მაქვს ზლატანი 40 წლამდე ითამაშებს. მომავალი? ისტორიას ვერ წაშლი, დიდებულ "მილანს" კვლავ ვიხილავთ."

"ტიაგო სილვა ბრაზილიაში მაშინ აღმოვაჩინე, როცა არავინ იცნობდა. მისი დამატება მხოლოდ "ვილიარეალს" სურდა და ესპანელებს ვაჯობე. მისი დაბრუნება არა მხოლოდ "მილანისთვის", მთლიანად სერია ა-ს იმიჯისთვის იქნება სასარგებლო."

"დავბრუნდები თუ არა "მილანში"? ვერაფერს გეტყვით, რადგან ამჟამად კონტაქტი არავისთან მაქვს. დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა რომ ბევრი არ მელაპარაკა და საქმისთვის მიმეხედა. ვისაც ჩემი მიპატიჟება აქვს გადაწყვეტილი, იციან სად უნდა მიპოვნონ." - განაცხადა ბრაიდამ.

9 თვის წინ
1663 / 3
rossoneri-best
user
HARRY ფაქტიურად თქვა დამირეკეთ და თანახმა ვარო. მილანში მილანისტა ხალხი უნდა იყოს მმართველობაში და არა არსენალიდან გადმოთრეულები.. მხოლოდ ფულზე რო ფიქრობენ და მათ ხელში არსენალს არაფერი მოუგია წესიერი
user
superkaka22 როგორც ვიცი ბრაიდა ბრაზილიაში სულ სხვა ფეხბურთელზე დასაკვირვებლად წავიდა და იქიდან კაკა ჩამოიყვანა:))))
user
rijkaard ლეგენდარული ეპოქის კიდევ ერთი სულის ჩამდგმელი,
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 204
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ