ჟირუს "მილანში" "ჩელსის" ფეხბურთელი სურს: "ის მაგარი მოთამაშეა"

ჟირუს "მილანში" "ჩელსის" ფეხბურთელი სურს: "ის მაგარი მოთამაშეა"

როგორც "Daily Mail"-ი იტყობინება, ოლივიე ჟირუს "მილანში" "ჩელსის" შემტევის, ჰაკიმ ზიეჩის, ხილვა სურს.

მოგეხსენებათ, "როსონერი" მაროკოელი შემტევით სერიოზულად ინტერესდება. ისიც ცნობილია, რომ იგი ლონდონური კლუბის თავკაცის, ტომას ტუხელის, გეგმაში არ შედის.

რაც შეეხება 34 წლის ფეხბურთელს, ის ლომბარდიულ გრანდს სწორედ "ჩელსიდან" 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

"იგი მაგარი მოთამაშეა. კარგი კავშირი გვაქვს, ცოტაოდენ თამაშებში ერთად გვაქვს ნაასპარეზები. მას ტოპ მარცხენა ფეხი, გამოცდილება აქვს, ტექნიკაც მშვენიერი. სასიამოვნო იქნებოდა მასთან ერთად კიდევ თამაში", – განაცხადა ჟირუმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.

1 თვის წინ
1094 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი