"მილანი" ზიეჩით სერიოზულად ინტერესდება - შეთავაზების დეტალები ცნობილია

"მილანი" ზიეჩით სერიოზულად ინტერესდება - შეთავაზების დეტალები ცნობილია

"ჩელსიმ" ჰაკიმ ზიეჩის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადა - უამრავ წყაროზე დაყრდნობით, "არისტოკრატებს" მაროკოელის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მიუხედავად გაცემული ავანსებისა, ზიეჩის ლონდონური კარიერის პირველმა სეზონმა საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა - მან პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 33 მატჩში თავი მხოლოდ და მხოლოდ 4 გოლით გამოიჩინა.

მაროკოელი ფეხბურთელი ტომას ტუხელის გეგმებში არ შედის, მისი გადაბირების მთავარი ფავორიტად კი "მილანი" მოიაზრება.

ცნობილი და გავლენიანი იტალური ვებსაიტი Calciomercato.com-ის ინფორმაციით, "მილანის" სპორტული დირექტორები პაოლო მალდინი და რიკი მასარა სატრანსფერო ფანჯრის დასკვნით ნაწილზე ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.

როგორც ირკვევა, პირველი შეთავაზება, რომლის გაკეთებასაც "როსონერი" გეგმავს, შემდეგია - 1-წლიანი იჯარა და მოთამაშის გამოსყიდვის უფლება, რომელსაც დაახლეობით 25 მილიონი ევრო დასჭირდება.

1 თვის წინ
617 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი