იბრაჰიმოვიჩის გეგმები შეიცვალა - რას აპირებს შვედი თავდამსხმელი

იბრაჰიმოვიჩის გეგმები შეიცვალა - რას აპირებს შვედი თავდამსხმელი

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის დასაწყისში, "მილანის" ოფიციალურმა ვებსაიტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

შვედმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა დაზიანება სეზონის დასკვნით ეტაპზე, იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსთან" მატჩის დროს მიიღო. ის დაბრუნებას სერია ა-ს პირველ სეზონში გეგმავდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

MilanNews-ის ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩი დაბრუნებას არ იჩქარებს და მოედანს მაშინ დაუბრუნდება, როცა ბოლომდე მზად იქნება.

მიზეზი შემდეგია - ახალწვეული ოლივიე ჟირუს დებიუტი კლუბში შთამბეჭდავი იყო და "მილანის" ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ფრანგს სეზონის სტარტზე ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლია.

1 თვის წინ
938 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი