"მილანი" გააქტიურდა - რა შესთავაზა კლუბმა "რეალს"?

"მილანი" გააქტიურდა - რა შესთავაზა კლუბმა "რეალს"?

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად, "მილანი" მადრიდის "რეალის" გამთამაშებლის ისკოს ტრანსფერზე გააქტიურდა და ესპანელებს 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" 29 წლის ესპანელს 18 მილიონ ევროს აფასებს და შესაძლოა "როსონერი" ხელსაყრელ პირობებზე მოელაპარაკოს, რადგან ისკოს კლასისა და გამოცდილების ფეხბურთელის დამატება გუნდისთვის პრიორიტეტია.

"მილანის" შეთავაზებაზე "რეალის "პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბოლო პერიოდში გუნდებს შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და კარლო ანჩელოტის ფაქტორმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

1 თვის წინ
878 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი