დატოვებს თუ არა ლეაო "მილანს" - ახალი ინფორმაცია

დატოვებს თუ არა ლეაო "მილანს" - ახალი ინფორმაცია

როგორც მოგეხსენებათ, იტალიურ და ინგლისურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რაფაელ ლეაო "მილანის" დატოვებასთან ახლოს იყო.

პორტუგალიელი ცენტრალური ფორვარდის გადაბირებასთან "ვულვერჰემპტონი" საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი არ შედგება.

TuttoMercatoWeb-ის ინფორმაციით, "როსონერი" ახალგაზრდა შემტევის შენარჩუნებას აპირებს, რადგან ის მომდევნო სეზონში სტეფანო პიოლის ტაქტიკაში საკუთარ როლს მიიღებს, შესაბამისად, ლეაოს ტრანსფერი პრაქტიკულად გამოირიცხა.

ცნობისთვის, პორტუგალიელი შემტევი Transfermarkt.com-ზე 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მას "მილანთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

1 თვის წინ
561 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი