"მილანის" სამიზნეთა სია შეტევაში – რა გეგმა აქვთ მასარასა და მალდინის ["Corriere Dello Sport"]

"მილანის" სამიზნეთა სია შეტევაში – რა გეგმა აქვთ მასარასა და მალდინის ["Corriere Dello Sport"]

"Corriere Dello Sport"-ზე დაყრდნობით, ილიჩიჩის "მილანში" პოტენციური გადმობარგება არ ნიშნავს იმას, რომ ლომბარდიული გრანდი სხვა შემტევის მოყვანას აღარ ეცდება.

მისი გამოყენება მარჯვენა ფრთაზეც იქნება შესაძლებელი და ამავდროულად ტრანსფერი, დიდი ალბათობით, მილანელებს იაფი დაუჯდებათ.

შესაბამისად, პაოლო მალდინი და რიკი მასარა ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ და სატრანსფერო ფასების შემცირებას ელიან, რადგან ფანჯრის დახურვამდე უკვე ერთი თვე დარჩა.

მათ სამიზნეთა სიის სათავეში ნიკოლა ვლასიჩს, მარსელ საბიცერსა და ჰაკიმ ზიეჩს ვხედავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკიმს "ჩელსის" დატოვება იჯარით შეეძლება, რაც "როსონერისთვის" უდავოდ კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.

 

 

1 თვის წინ
604 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი