რას აპირებს "მილანი" ბაკაიოკოსთან მიმართებაში - ახალი ინფორმაცია

რას აპირებს "მილანი" ბაკაიოკოსთან მიმართებაში - ახალი ინფორმაცია

როგორც მოგეხსენებათ, "მილანმა" ლონდონის "ჩელსისთან" საკმაოდ მეგობრული სატრანსფერო ურთიერთობა ჩამოაყალიბა.

"როსონერიმ" არისტოკრატების რიგებიდან 2 მოთამაშე - ფიკაიო ტომორი და ოლივიე ჟირუ დაიმატა, თუმცა კლუბი გაჩერებას არ აპირებს.

მორიგი ფეხბურთელი, რომელსაც "მილანმა" ლონდონური კლუბის რიგებში მიაგნო ტიემუე ბაკაიოკოა. 

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport ფრანგი ფეხბურთელის მომავალზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "როსონერიმ" საყრდენი ნახევარმცველის თაობაზე "ჩელსისთან" მოლაპარაკებები უკვე განაახლა.

როგორც ირკვევა, "მილანის" გეგმა შემდეგში მდგომარეობს - ბაკაიოკოს იჯარით გადაბირება, ხოლო კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტის ჩადება.

1 თვის წინ
550 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი