"მეორეს მერე გამოგიგზავნი" - კახა კალაძე ბექაურის ოქროს გამოეხმაურა

"მეორეს მერე გამოგიგზავნი" - კახა კალაძე ბექაურის ოქროს გამოეხმაურა

ქალაქ თბილისის მერმა და "მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ ლაშა ბექაურს ოლიმპიური ჯილდოს მოგება მიულოცა და სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა: "შრომის და ნიჭის შედეგი".

კალაძის გაკეთებულ სათაურს შემდეგი კომენტარი მოჰყვა: "შენი არა ოღონდ", რაზეც "მილანის" ყოფილმა 4-იანმა ფოტოთი უპასუხა, რომელზეც ჩემპიონთა ლიგის თასი უმშვენებს ხელს და დაწერა: "მეორეს მერე გამოგიგზავნი".

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "როსონერისთან" ერთად 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

 

1 თვის წინ
1024 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი