რა ხდება კვარაცხელიას და "მილანს" შორის - ახალი ინფორმაცია

რა ხდება კვარაცხელიას და "მილანს" შორის - ახალი ინფორმაცია

ყაზანის "რუბინის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო სატრანსფერო ჭორების ახალი ტალღა აგორდა. ჯერ იყო და 20 წლის შემტევს მიუნხეგლადბახის "ბორუსია" დაუკავშირეს, შემდეგ კი რუსულ პრესაში "მილანიც" ახსენეს.

"როსონერიზე" კონცენტრირებულმა საიტმა, Siempremilan-მა ლომბარდიელთა მიერ ხვიჩათი დაინტერესება დაადასტურა კიდეც, თუმცა თქვა, რომ კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკება არ შემდგარა.

რაც შეეხება ჟურნალისტ კარლო პელაგატიმ, მან ამ ტრანსფერის მსურველებს წყალი კიდევ უფრო გადაუწურა და მას მისტიფიკაცია უწოდა, რადგან "შავ-წითლებს" მარცხენა ფლანგი ისედაც გადატვირთული აქვთ. შემაფერხებელ ფაქტორებად ასევე დასახელდა ხვიჩას არაევროკავშირელობა და რუსული კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა - 18 მილიონი ევრო.

გამოცემის თანახმად, ყაზენელთა შემტევით ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული. ზედმეტი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ "დეზები" ხვიჩას მსურველთა რიგებში პირველად ჩაწერეს.

შეგახსენებთ, რომ "რუბინმა" რუსეთის ჩემპიონატი უკვე დაიწყო და "სპარტაკი" დაამარცხა. კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, თუმცა მოედანი ნაადრევად დატოვა, რისი მიზეზიც მისი არც თუ კარგი თამაში იყო.

1 თვის წინ
1161 / 1
Chituna
user
zurius არამგონია წელს კვარა რომელიმე ტოპ კლუბში გადავიდეს. მითუმეტეს მილანში. მაგრამ ვინ იცის...? 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი