logo

"მილანის" სკაუტები "ბოლონია" - "უდინეზეს" შეხვედრაში სამ ფეხბურთელს დააკვირდნენ

"მილანის" სკაუტები "ბოლონია" - "უდინეზეს" შეხვედრაში სამ ფეხბურთელს დააკვირდნენ

გუშინ "ბოლონიასა" და "უდინეზეს" შეხვედრას "მილანის" სკაუტები ესწრებოდნენ. "calciomercato.com"-ის მტკიცებით, "როსონერის" ინტერესთა სფეროში სამი ფეხბურთელი იყო: რიკარდო ორსოლინი, იენს შტრიგერ ლარსენი და როდრიგო დე პაული.

სამივე მათგანი პიოლის 4-2-3-1 ტაქტიკას იდეალურად ერგება. დე პაული "მილანის" გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია. ლომბარდიული გრანდის მესვეურებს მისი დამატება ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ადრეც სურდათ და არგენტინელისათვის ზაფხულშიც იბრძოლებენ.

ორსოლინი კი შეტევის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად სურთ, სადაც კასტილეხოს ფაქტობრივად კონკურენტი არ ჰყავს. რაც შეეხება ლარსენს, ის ამპლუით მარჯვენა მცველია და ეს პოზიცია ამჟამინდელ "მილანში" ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია.

5 თვის წინ
1220 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ