ჰაუგეს სერიოზული მსურველი ჰყავს

ჰაუგეს სერიოზული მსურველი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, მილანმა იენს პეტერ ჰაუგე 1 წლის წინ 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ახლა კი მისი იტალიური კარიერა კი დასასრულს უახლოვდება.

ნორვეგიელი ვინგერი "როსონერიში" გასული სეზონის განმავლობაში სათამაშო დროს იშვიათად იღებდა, რაც მისი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰაუგე "აინტრახტის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და გუნდებს შორის ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

გერმანელებმა "მილანის" ჰაუგეს სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო უკვე შესთავაეს, თუმცა უარი მიიღეს, რადგან "როსონერის" მის სანაცვლოდ 12 მილიონის გამომუშავება სურს.

წყაროს ინფორამციით, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება და არ არის გამორიცხული, მარცხენა ვინგერმა ლომბარდიული გრანდი ძალიან მალე დატოვოს.

1 კვირის წინ
563 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი