logo

პიოლი: "რომანიოლი ბურთს შეეხო, მაგრამ მსაჯმა ეს მომენტი არ გადაამოწმა"

პიოლი: "რომანიოლი ბურთს შეეხო, მაგრამ მსაჯმა ეს მომენტი არ გადაამოწმა"

"მილანი" "ფიორენტინას" ესტუმრა და შეხვედრა 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "DAZN"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ყველაფერი არ დასრულებულა და ბრძოლას ვაგრძელებთ. შეხვედრაში არბიტრმა ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. რომანიოლი ბურთს შეეხო, მაგრამ მსაჯმა ეს მომენტი არ გადაამოწმა. მიუხედავად ამისა, მოგება შეგვეძლო და უნდა მოგვეგო კიდეც."

"სათადარიგოთა სკამიდან პენალტის ეპიზოდი სხვაგვარად ჩანდა. ვარი იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი შემთხვევები გადამოწმდეს და სამართლიანი შედეგი მივიღოთ."

"ვფიქრობ მარცხის მთავარი მიზეზი ზედმეტი თავდაჯერებულობა იყო. მოვდუნდით და მეტოქეს მწვავე კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მივეცით, რის გამოც დავისაჯეთ."

"ფლორენციელების მხრიდან ფეხბურთელობის და მწვრთნელობის პერიოდშიც დიდ სითბოს ვგრძნობდი და გამიხარდა რომ თბილი დახვედრა მომიწყვეს. მე და ჩემი ფეხბურთელები მომავალზე არ ვფიქრობთ. ჩვენ გვაქვს შემდეგი შეხვედრები, სადაც მაქსიმალურად ვეცდებით თავის წარმოჩენას." - განაცხადა პიოლიმ.

შემოუერთდი იტალიური ფეხბურთის ქართველი ქომაგების ჯგუფს: Serie A • სერია ა

8 თვის წინ
1517 / 1
rossoneri-best
user
Guri Dorokashvili შე სირო რო ხედავ 10 კაციანი გუნდი გჯობნის და ცენტრი დაკარგულია შემოიყვანე ბონავენტურა ან პაკეტა რო გააძლიერო შუა ხაზი, შემოიყვანე  ლეაო რებიჩის მაგივრად ხო ხედავ დაიკარგა სტადიონზე და ვეღარაფერს შვრება. ამის მაგივრად ცვლი შუა მცველს და ესეთ დაძაბულ სიტუაციაში შემოგყავს ცინგლიანი გარემარბი კასტილას მაგივრად. კაროჩე შენი წაგებულია ეს თამაშიი ტვინი მოი...ა უკვე თქვენი ყუურებით
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ