"მილანმა" კაპიტანს წინადადებით მიმართა

"მილანმა" კაპიტანს წინადადებით მიმართა

როგორც მოგეხსენებათ, ალესიო რომანიოლის "როსონერისთან" კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და ბოლო ცნობებით, კლუბი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მის გაყიდვას აღარ გეგმავს. შესაბამისად, დავიდე კალაბრიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ, "მილანმა" კაპიტანთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო.

ლომბარდიული გრანდი რომანიოლის კონტრაქტის გახანგრძლივებას 2024 წლის ზაფხულამდე სთავაზობს. მაგრამ  მისი წლიური გასამრჯელოს შემცირებას 3.5 მილიონიდან 2.5 მილიონამდე გეგმავს.

რა თქმა უნდა, ამ დეტალის გათვალისწინებით, ფეხბურთელთან და მის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები არც ისე მარტივი იქნება. "მილანს" კიდევ ერთი რთული პერიოდი ელის...

2 კვირის წინ
924 / 1
Ibra
user
Arigo ანუ ეს ნიშნავს, რომ ყიდიან... პსჟ-მ რამოსი ითრია, მარკინიოსი და კიმპემბე ყავს, ამას აღარ მოისურვებს... თუ რეალმა ვარანი მანჩესტერში გაუშვა, მაშინ შემცვლელი დასჭირდება და ალბათ ეს იცის რაიოლამ
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი