ოთხი შესაძლო ტრანსფრი, რომელსაც "მილანი" განახორციელებს

ოთხი შესაძლო ტრანსფრი, რომელსაც "მილანი" განახორციელებს

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, "მილანის" სატრანსფერო გეგმებში ოთხი მთავარი ფეხბურთელი ფიგურირებს, აქედან სამი "ჩელსის" საკუთრებაში იმყოფება.

საქმე ოლივიე ჟირუს, ჰაკიმ ზიეჩისა და ტიემუე ბაკაიოკოს ეხებათ, მათგან  "როსონერისთან" ყველაზე ახლოს ფრანგი ფორვარდია.

წყაროს ცნობით, ლომბარდიელები ჟირუს სიტყვერად უკვე შეუთანხმდნენ და ახლა ყველაფერი "არისტოკრატებზეა" დამოკიდებული.

ოთხეულში ადგილს იკავებს დომენიკო ბერარდი, რომლის სახელს სტეფანო პიოლის გუნდის გარდა, ტურინის "იუვენტუსსა" და თანაქალაქელ "ინტერს" უკავშირებენ.

 

1 თვის წინ
1107 / 3
Ibra
user
Milan_fan22 ბაკაიოკოს მოყვანას პობეგას დაბრუნება უკეთესი იქნება ჩემიაზრით. ნუ ბერარდი რომ მოსაყვანია რათუნდა მაგას საუბარი. ძალიან მინდა მილანში ვნახო 7 ნომრით 😏
user
zurius ბერარდი კარგია, ჟირუც წაგვადგება ძალიან და ბაკაიოკოც სკამისთვის იდეალურია ტონალისთან ერთად. დიაზს მაინც სათადარიგოსთვის განვიხილავდი, ჩალხანას პოზიციაზე ფიზიკურად ძლიერი გამთამაშებელია საჭირო, იტალიაა, ტექნიკა კარგია მაგრამ ძლიერი კორპუსიც საჭიროა. 
user
Arigo ყველაზე მეტად ბერარდი მინდა! ჩალხანას პოზიციაზე კიდევ დავაყენოთ ბრაჰიმი, მჯერა რომ გაქაჩავს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი