პიოლი 4-3-3 ტაქტიკის შეცვლას გეგმავს და მომავალი შეხვედრიდან გუნდი დიდი ალბათობით 3-4-2-1 ფორმაციაზე გადაეწყობა. ეს განლაგება საშუალებას მისცემს როდრიგესსა და კონტის კვლავ დაუბრუნდნეს სასტარტო შემადგენლობას..
"Goal Italia"-ს მტკიცებით, კვირას "იუვენტუსთან" შეხვედრაში ახალ ტაქტიკას ვიხილავთ, რისი მეშვეობითაც ერნანდესს შეტევაში მეტი სივრცე ექნება. ასევე კონტი თავის საყვარელ პოზიციას დაუბრუნდება, რომელთანაც ერთად "ატალანტაში" სახელი გაითქვა.
ნახევარდავის ხაზში ერთ-ერთი ბენასერი იქნება, თუმცა მეორე არჩევანი ჯერჯერობით გაკეთებული არ აქვს. სტეფანოს ორ ვარიანტს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება, ბილია ან კესიე.
რაც შეეხება თავდასხმას, პიოლის რჩეული პიონტეკია. მის უკან კი ორი შემტევი ნახევარმცველი განლაგდება - პაკეტა და ჩალჰანოღლუ, რომლებსაც ასევე მეტი სივრცეები შეექმნებათ.
"მილანი" (3-4-2-1): დონარუმა; დუარტე, რომანიოლი, როდრიგესი; კონტი, ბენასერი, ბილია/კესიე, ერნანდესი; პაკეტა, ჩალჰანოღლუ; პიონტეკი.