ცნობილია: რა გადაწყვეტილება მიიღო ჩალჰანოღლუმ

ცნობილია: რა გადაწყვეტილება მიიღო ჩალჰანოღლუმ

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუმ ყატარული "ალ დუჰაილიდან" ზღაპური შემოთავაზება მიიღო.

როგორც ირკვევა, აზიური კლუბი თურქ ფეხბურთელს წლიური ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს + ბონუსებს სთავაზობდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირას ცნობით, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვას.

ამჟამად ცენტრალური ნახევარმცველისთვის პრიორიტეტული "მილანთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჩალჰანოღლუმ "როსონერის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 9 გოლით და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

2 კვირის წინ
646 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი