მალდინი და მასარა აგენტს შეხვდნენ - რომელი მოთამაშეები არიან მისი კლიენტები

მალდინი და მასარა აგენტს შეხვდნენ - რომელი მოთამაშეები არიან მისი კლიენტები

გასული კვირა "მილანის" ხელმძღვანელობისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. "როსონერის" რამდენიმე აგენტთან და კლუბის წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა.

გუშინ დადასტურდა, რომ პაოლო მალდინი და რიკი მასარა ცნობილ აგენტ პიეტრო ჩიოდის შეხვდნენ.

Calciomercato.com-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დანიელე ლონგომ გაარკვია, რომ მოლაპარაკებების დროს "მილანს" "კალიარის" ნახევარმცველი რაზვან მარინი შესთავაზეს, ასევე გაირკვა, რომ გუნდის პრეზიდენტი ტომასო გულინი "როსონერისთან" მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში იყო.

MilanNews-ის ინფორმაციით, შემდეგი აგენტი, რომელსაც მალდინი და მასარა შეხვდნენ ფალი რამადანი იყო. ახლა კი გადავხედოთ, თუ რომელი ცნობილი ფეხბურთელები არიან მისი კლიენტები.

  • ლეროი სანე
  • ფედერიკო კიეზა
  • კალიდუ კულიბალი
  • ფილიპ კოსტიჩი
  • ანტე რებიჩი
  • მირალემ პიანიჩი
  • ნიკოლა მილენკოვიჩი
  • ლუკა იოვიჩი
  • მარკოს ალონსო
2 კვირის წინ
1411 / 3
Chituna
user
Luka Tevdorashvili აიი მარტო მალდინის იმედი მაქვს რა. გამიხარდა ეს სია რო ვნახე, სანამ სტატია წავიკითხე მანამდე შევხედე გვარებს და თურმე პროსტა აგენტის დაქვემდებარებაში მყოფნი ყოფილან მხოლოდ და მხოლოდ.. ეეჰ არვიცი რა. ლიგაზე რო დავბრუნდებით მაშინ იქნება რაც იქნებაო და ჩვენ, აქ საქართველოში რო გვწყინს და გვერიდება გუნდის ყოველი წაგება, იქ შიგ მილანში, არ უტყდებათ ბანძ გუნდებთან ვერ მოგება?! ანდა არ უნდათ ერთხელ და სამუდამოდ გუნდის ზენიტში დაბრუნება?? მხოლოდ ერთი ან ჰა მაქსიმუმ მეორე ფანჯარაზე დაგვჭირდეს დიდი ფინანსების ჩადება. შემდეგ უკვე თავისით დალაგდება ყველაფერი. ჯერ ერთი ტოპებს აუცილებლად მოყვება თავის სპონსორები, მეტი მაყურებელი, მეტი მაისურის და აქსესუარის გაყიდვა და მეტი თამაშის მოგება, პოპულარიზაცია და ბრენდის ფასის გაორმაგება!!!
user
Enrii მილენკოვიჩი/იოვიჩზეა საუბარი აშკარად.
user
tifoza Enrii ბაზარი არაა.. ან რებიჩზე ებაზრებიან ცოტა ხელფასი რო დავაკლოთ რა აზრის ხართო? არ მჯერა ვაბშე ამ ელიოტის არ დახარჯავენ ესენი ფულს  და ლიგაზე ბავარია ან ვინმე რაღა ბავარია თუნდაც ვილიარეალი გაგვხევს შუაზე
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი