მორიგი თავისუფალი აგენტი - "ჩელსის" "მილანის" შემტევი სურს

მორიგი თავისუფალი აგენტი - "ჩელსის" "მილანის" შემტევი სურს

"ჩელსის" გეგმებზე ყველას მოეხსენება. ლონდონური კლუბი ძალიან ბევრი ვარსკვლავით ინტერესდება და მათ შორისაა "მილანის" შემტევი ჰაკან ჩალჰანოღლუ, რომელსაც კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება.

თურქმა ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა, რომ იტალიური კლუბის შემოთავაზება არ მოსწონს (4 მილიონი) და ბევრად მაღალი ხელფასი სურს.

Milan News-ის ინფორმაციით, "როსონერი" ბევრად გაზრდილ კონტრაქტს არ შესთავაზებს და შესაბამისად დიდია შანსი ჰაკანი ახალი სეზონიდან ახალი გუნდის მაისურით ვიხილოთ.

პრესაში საკმაოდ აქტიურად განიხილება "ჩელსის" ვარიანტიც, რომელიც უკვე რამდენჯერმე დაინტერესდა მისით, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. 

ლონდონური კლუბის გარდა საქმეში "იუვენტუსიც" და "არსენალიცაა, ასევე ერთ-ერთი ყატარული გუნდის ინტერესებშიც შედის თურქი ფეხბურთელის გაფორმება.

2 კვირის წინ
1018 / 0
Meskhi
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი