"მილანი" "ბარსას" ფეხბურთელის შეძენასთან ძალიან ახლოსაა

"მილანი" "ბარსას" ფეხბურთელის შეძენასთან ძალიან ახლოსაა

"მილანი" ხუნიორ ფირპოს უახლოვდება," - იტყობინება Gazzetta delo Sport -ის.

იტალიური გამოცემის თანახმად, "როსონერი" ახალგაზრდა მარცხენა მცველისთვის ბრძოლაში ფავორიტია.

ბოლო ცნობების მიხედვით, "ბარსელონა" 24 წლის ფეხბურთელს ან გაყიდვას, ან გაცვლას უპირებს.

ფირპოს ასევე უკავშირებენ "საუთჰემპტონს", "ნაპოლისა" და ესპანურ კლუბებს.

შეგახსენებთ, რომ ხუნიორმა გასულ სეზონში "ბარსას" მაისური სულ 18 მატჩში მოირგო, სადაც თითო-თითო გოლითა და ასისტით გამოიჩინა თავი.

2 კვირის წინ
1045 / 0
Meskhi
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი