logo

აგენტი: "მარსელინიო "მილანში"? სიმართლეს გეტყვით"

აგენტი: "მარსელინიო "მილანში"? სიმართლეს გეტყვით"

სტეფანო პიოლის სასწაული თუ შეუნარჩუნებს მთავარი მწვრთნელის პოსტს. მის შემცვლელად კი "სევილიას", "ვილიარეალისა" და "ვალენსიას" ყოფილი მწვრთნელი მარსელინიო სახელდება, რასაც ესპანელი სპეციალისტის აგენტი ეუხენიო ბოტასი გამოეხმაურა.

"მარსელინიო პაოლო მალდინის პირისპირ არასდროს შეხვედრია და მით უმეტეს არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. ჩემს კლიენტს მომავალ სეზონში ევროპული გრანდის გაწვრთნა აქვს გადაწყვეტილი და "მილანი" რა თქმა უნდა ასეთი კლუბია." - განაცხადა აგენტმა "calciomercato.com"-თან ინტერვიუში.

პიოლის პოსტს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუნარჩუნებს, რაც რთული წარმოსადგენია. პრესაში ხშირად ისმის მასიმილიანო ალეგრისა და რალფ რანგნიკის ვარიანტები, თუმცა მარსელინიო ჯერჯერობით ყველაზე რეალური კანდიდატია.

1 თვის წინ
1011 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 282
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ