logo

სარი: "მილანი" განვითარდა და მათთან თამაში რთული იქნება"

სარი: "მილანი" განვითარდა და მათთან თამაში რთული იქნება"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ "მილანთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"კრიტიკა ნორმალურია და ამას ვუძლებ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად მოვითხოვდი გათავისუფლებას. ნეგატიური შედეგის გარეშე კარიერა არ არსებობს, თებერვალი კი ამ მხრივ ყველაზე რთული თვეა."

"ზოგჯერ პრობლემების გადაჭრა გვიჭირს, მაგრამ ვცდილობთ ბარიერები გადავლახოთ. "მილანი" ძალიან განვითარდა და დერბიში "ინტერს" არაფერი დაუთმო. ამას ემატება გადავსებული "სან სიროს" ფაქტორი და ვფიქრობ წინ რთული თამაში გველოდება."

"ვერონასთან" მარცხი? ვფიქრობ ეს წაგება ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალი იყო. დაისვენებს თუ არა რონალდუ "როსონერისთან"? კრიშტიანუს ვესაუბრე და თუ გადაიღლება ამას თავად მეტყვის." - განაცხადა სარიმ.

5 თვის წინ
981 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 357
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ