logo

"მილანის" დაკავებული ქომაგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

"მილანის" დაკავებული ქომაგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “ბოლონიას” და “მილანს” შორის გამართული მატჩის (2:3) შემდეგ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. სტუმართა გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრიბუნაზე ქომაგებს საკუთარი მაისური ესროლა, რასაც ორ გულშემატკივარს შორის ჩხუბი მოჰყვა. ტიფოზებმა ფორმა ვერ გაიყვეს და ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს მუცლის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. დაშავებული ბოლონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მატჩზე დასწრება მოახერხა”ბოლონიას” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის. სერბმა სპეციალისტმა ქიმიოთერაპიის სამი კურსი უკვე ჩაიტარა, რა დროსაც გუნდთან კომუნიკაციას ვიდეოკავშირის საშუალებით ახერხებდა.

2 თვის წინ
301 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 240
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ