მასარა: "იბრაჰიმოვიჩის პასუხს ველოდებით"

მასარა: "იბრაჰიმოვიჩის პასუხს ველოდებით"

"მილანის" გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მასარამ "ბოლონიასთან" შეხვედრის შემდეგ "Sky Sport"-თან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ. სატურნირო ცხრილში დაწინაურება რთული იქნება, მაგრამ წინაღობების გადასალახად მზად ვართ. იბრაჰიმოვიჩი? კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ მის პასუხს ველოდებით."

"ბონავენტურა "მილანისთვის" ოჯახის უფროსივითაა და ბედნიერები ვართ მისი ფორმაში ჩადგომით. პიონტეკს ვენდობით და ის "როსონერის" არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს. პოლონელს უდიდესი პოტენციალი აქვს."
 - განაცხადა მასარამ.


1 წლის წინ
1500 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი