logo

იბრაჰიმოვიჩი: "ინტერთან" მატის შესვენებაზე გასახდელში ამ თემაზე ვისაუბრეთ"

იბრაჰიმოვიჩი: "ინტერთან" მატის შესვენებაზე გასახდელში ამ თემაზე ვისაუბრეთ"

ზლატანმა გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა, "როსონერი" შესვენებამდე 2:0 იგებდა, თუმცა მაინც წააგო. დერბი დელა მადონინა "ინტერის" გამარჯვებით დასრულდა, 4:2.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან შვედმა გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

"რთულია ავხსნა რა მოხდა. გასახდელში, შესვენების დროს ვისაუბრეთ, რომ მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი გადამწყვეტი იქნებოდა. სამწუხაროდ, სწორედ ამ 15 წუთში 2 გოლი მივიღეთ".

"შევწყვიტეთ საკუთარი თავის რწმენა, თამაში, პრესინგი, რაც შედეგზე აისახა. გამათანაბრებელმა გოლმა ყველაფერი დაანგრია".

"ვფიქრობ, ეს გამოუცდელობის ბრალი იყო. საჭიროა იცოდე, როგორ გააკონტროლო თამაში, როცა 2:0 იგებ". - განაცხადა ზლატანმა.

6 თვის წინ
2040 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 395
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ