დონარუმა: "გულშემატკივრების აზრი უმნიშვნელოვანესია"

დონარუმა: "გულშემატკივრების აზრი უმნიშვნელოვანესია"

"მილაის" 22 წლის კიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ Twitch- ზე პირდაპირ ეთერში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა:

"ბიძაჩემი მეკარე იყო და მეც მის მითებზე გავიზარდე. ყველთვის მინდოა საუკეთესო ვყოფილიყავი და იმედი მაქვს, ერთ დღეს ამას მოვახერხებ".

"მილანში ჩამოსვლის დღიდან მივხვდი, რომ შემეძლო პროფესიონალი გავმხდარიყავი და ვიგრძენი, რომ სერია ა-ს მეკარეობა ჩემი მოწოდება იყო".

"თუმცა ყოველთვის არსებობდა გეგბმა B - თუ კიპერობას ვერ შევძლებდი, მამაჩემივით დურგალი ვიქნებოდი, თუმცა ამ გეგმის სისრულეში მოყვანა არ დამჭირდა".

"ფანების კრიტიკა? გულშემატკივრები მძიმე პერიოდში ყოველთვის გვეხმარებიან და როცა საქმე კარგად არ მიდის მათი კრიტიკაც უნდა მივიღოთ. მათი აზრი უმნიშვნელოვანესია. სამწუხროდ, ბოლო დროს სტადიონზე ისინი ძალიან გვაკლიან, მაგრამ იმედი მაქვს მალე ისევ გავერთიანდებით".

"მსურს კარიერაში რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. განსაკუთრებით მსოფლიო თასი, ძალიან კარგი იქნება. ევრო 2020 არის პირველი საერთაშორისო თასი, რომელსაც ჩემს კარიერაში ვითამაშებ", - განაცხადა დონარუმამ.

3 დღის წინ
661 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია