"მილანი" კიაერის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"მილანი" კიაერის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

სიმონ კიაერის "მილანთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და აქამდე არ ყოფილა საუბარი მის მომავალთან დაკავშირებით. დღეს კი იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ კლუბი დანიელი ფეხბურთელის გარჯით კმაყოფილია და მის შენარჩუნებას შეეცდება.

Calciomercato-ს ინფორამციით, "როსონერი" ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას 2023 წლმადე შესთავაზებს და ეს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოხდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხარეებს შორის უთანხმოებას ადგილი არ ექნება, რადგან დანიელმა კარიერის "მილანში" დასრულების სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

სიმონ კიაერმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც "მილანისთვის" მის დიდ მნისვნელობაზე სიტყვებზე მეტად მეტყველებს.

3 დღის წინ
271 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია