რომანიოლის მომავალი ისევ გაურკვეველია - ეს თავად დაადასტურა

რომანიოლის მომავალი ისევ გაურკვეველია - ეს თავად დაადასტურა

2021 წელს ნათამაშები მატჩებისთვის ალესიო რომანილი გულშემატკივრის კრიტიკას იმსახურებდა, ხოლო "ჩელსიდა" მოსული ფიკაიო ტომორი ახალ ნესტად შერაცხეს.

თუმცა ყველაფერი შეიცვალა "ლაციოსთან" ცუდად ჩატარებული მატჩის შემდეგ, როცა სიმონ კიაერი და ტომორი გუნდს დაცვაში ვერ დაეხმარნენ და კაიტანო "ბენევენტოსთან" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუდნა.

ახლა ძალიან საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა მოხდება სეზონის მომდევნო და ბოლო ოთხ მატჩში, რადგან ახლა ალესიოს, ტომორისა და კიაერს მეტნაკლებად იგივე პოზიცია აქვთ, თანაც წიმ ურთულესი მატჩის "იუვენტუსის" წინააღმდეგ.

რომანიოლიმ "ბენევენტოსთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა და მომავლთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვისნიშნები გააჩნია:

"ყოველთვის მინდოდა თამაში, შემდეგ არჩევანს მწრთვნლი აკეთებს. სანამ აქ ვარ, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო".

"ჩემი მომავალი დამოკიდებულია თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე? წინ კიდევ ერთი წელი მაქვს, ეს კითხვები მენეჯერებს დაუსვით და არა მე".

La Gazzetta dello Sport-ის თქმით, სიტყვები "სანამ აქ ვარ" - გაურკვევლობის შეგრძნებას ბადებს და კითხვებს აჩენს.

როგორც იცით, მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახბ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, თუმცა მინო რაიოლა გაზრდილ ხელფასს ითხოვს, რაზეც "მილანის" მენეჯმეტი არ თანხმდება. ამიტომ, გუნდს მოუწევს ან რაიმე გზა იპოვოს ან ზაფხულში კაპიტანი გაყიდოს. 

4 დღის წინ
306 / 1
ibra
user
Arigo და კიდევ, მატეო გაბია, ასეთი მცველიც ყავს მილანს... U21 ნაკრების ძირითადის წევრიცაა, მაგრამ არ ესმით კლუბის მენეჯერებს, მაინცდამაინც უცხოელი უნდა მოიყვანონ, ვინმე ლიგა 1-დან
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია