მალდინი: "კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია"

მალდინი: "კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია"

პაოლო მალდინიმ დონარუმასა და ულტრასებს შორის შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც გულშემატკივრება ჯიჯიოს "იუვესთან" თამაშის გამოტოვება მოსთხოვეს, თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს "შავ წითლებთან".

"მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს კლუბის გარეთ, ვინ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და ვინ არა. მოედანზე არჩევანს მწვრთნელი აკეთებს, მაშინ, როდესაც კონტრაქტის საკითხები კლუბს აბარია. 

ამ მომენტიდან, ყოველი მოლაპარაკება შეჩერებულია ახალ კონტრაქტებზე სანამ სეზონი არ დასრულდება, ასე, რომ გუნდს მოედანზე უფრო გაუადვილდება თამაშზე კონცენტრირება. 

ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოთამაშეების დაცვას, როგორც ყოველთვის," - დაასრულა მალდინიმ.

5 დღის წინ
627 / 1
MALDINI
user
superkaka22 საერთოდ არ მგონია ტრაგედია დონარუმას წასვლა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ამაზე მაღალ დონეს ვერ მიაღწევს და არც ისეთი მაგარია როგორც აქ ნევრს გონია, კი ბატონო აქვს მომენტები როცა სერიოზულ ბურთს გამოაძრობს მაგრამ ნაკლიც ბევრი აქვს, მაგალითად ნახტომების გაფორმება, ანუ მომენტი როცა ნაბიჯია საჭირო და არა ნახტომ მიაგრამ აფორმებს და ხტება, ასევე ფეხით თამაში, ამ ასპექტში ძალიან ცუდია და გამოსვლებზეც ძალიან ხშირად უშვებს შეცდომებს. მოიყვანონ ლილის მეკარე არც ისეთი ცუდი ვარიანტია ბოლო ბოლო კაცს ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი აქვს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია