უახლესი ინფორმაცია კვარაცხელიაზე – "მილანის" პოზიცია

უახლესი ინფორმაცია კვარაცხელიაზე – "მილანის" პოზიცია

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სეზონი არ დასრულებულა, პაოლო მალდინი და რიკი მასარა უკვე განიხილავენ შესაძლო სამიზნეებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, მათ სიაში ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელიაც, ფიგურირებს, რომელიც, მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინის" ღირსებას იცავს. რამდენიმე დღის წინ კი "Il Messaggero"-მ დაწერა, რომ ხვიჩათი "ბაიერნი", "მილანი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.

უახლეს ინფორმაციას რაც შეეხება, "Calciomercato" გვატყობინებს – ამ დროისათვის "როსონერისა" და ფეხბურთელის მხარეს შორის არანაირი მოლაპარაკება არსებობს, თუმცა ინტერესთა ადრესატად კვარაცხელია მაინც მოისაზრება და, მეტიც, მილანური კლუბი განაგრძობს მასზე დაკვირვებას.

"Transfermarkt"-ი 20 წლის ვინგერს 15 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში მან ყაზანური კლუბის მაისურით 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

1 კვირის წინ
838 / 2
საშკა ცხოვრებაშვილი
user
Arigo დროზე, ცხვირწინ არ აგვაცალოს ბებერმა მამაშამ!
user
ჯანჯაკომო სემინარიო ე ბიჭო მიდით მერე თორე რა უგულშემატკივრებს იუ*ენტუსს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია