logo

ინძაგი: "მიეცით ის ზლატანს"

ინძაგი: "მიეცით ის ზლატანს"

მილანური დერბის წინ იტალიურმა მედიამ "მილანში" არსებული ვითარების შესახებ აზრის გამოთქმა ფილიპო ინძაგისაც თხოვა.

"როსონერის" ყოფილმა 9-იანმა განსაკუთრებული ყურადღება ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფიგურაზე გაამხვილა და მის როლზე ამ ფორმაციის "მილანში".

"ძალიან მესიამოვნება, თუ "მილანისთვის" ვინმე 9 ნომრიანი მაისურით გოლებს გაიტანს".

"დარწმუნებული ვარ, იბრაჰიმოვიჩი გუნდს ბევრს მისცემს. პირველ გატანილ გოლამდეც ზლატანის გავლენა გუნდზე ძალიან იგრძნობოდა. ის დაბრუნების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, 100%-ით მზად რომ არ ყოფილიყო".

"იბრა 9 ნომრის ტარებას ნამდვილად იმსახურებს".

"რაც შეეხება მილანურ დერბის, რა თქმა უნდა, "მილანს" ვქომაგობ და გამიხარდება, თუ მატჩი "როსონერის" გამარჯვებით დასრულდება. სამწუხაროა, რომ მატჩის ყურებას ვერ მოვახერხებ, "ბენევენტოს" თამაშიც ზუსტად ამ დროსაა". - განაცხადა ინძაგიმ.

8 თვის წინ
1738 / 1
ბექა ბლიაძე
user
GeGe დღეს ფიორემაც რომ ამოსდოს ატალანტას როგორც გუშინ ბოლონიამ გაუკთეა რომას მშვენიერი იქნება, უბრალოდ ხვალ მილანმა წლის თამაში უნდა ითამაშოს და მოიგოს :დ.
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ