La Gazzetta dello Sport: პიოლო კვენტინ ტარანტინოს ფილმების პერსონაჟია

La Gazzetta dello Sport: პიოლო კვენტინ ტარანტინოს ფილმების პერსონაჟია

La Gazzetta dello Sport-მა სტეფანო პიოლის მისტერ ვოლფი უწოდა, რომელიც კვენტინ ტარანტინოს პერსონაჟია და ძირითადად, იმ პრობლემის მოსაგვარებლად ჩნდება, რომელსაც სხვები ვერ უმკლავდებიან.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პიოლიმ, გახშირებული ტრავმების გამო, "მილანის" ფეხბურთელების უნარების მოსინჯვა მოედნის სხვადასხვა ნაწილში სცადა.

ყველაზე ბოლო ცვლილება იყო ალექსანდრე სალემაკერსის მარჯვენა მცველად დაყენება "სამპდორიას" წინააღმდეგ. სალეს ეს როლი ბელგიაში აქამდეც ჰქონდა მორგებული, მაგრამ "როსონერიში" არასდროს.

ბოლო თვეების განმავლობაში "მილანში" ტრავმების კრიზისის გამო, პიოლიმ რამდენიმე კორექტირება მოახდინა, მაგალითად, მემარჯვენე დავიდე კალაბროა "იუვენტუსთან" მახევარდაცვაში გადაიყვანა. კალულუ კი "სპარტასთან" ცენტრალურ მცველად ათამაშა და ამავე პოზიციაზე 9 მატჩი ჩაატარა.

როცა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფორვარდების კრიზისი იყო ეს პოზიცია სამუ კასტილეხოს დააკავებინა.

 



1 კვირის წინ
497 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია