MilanNews-მა "პარმასთან" მატჩამდე სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კლუბს 3 ტრამვირებული ფეხბურთელი უბრუნდება.
როგორც იქნა მარიო მანჯუკიჩისთვის დადგა დღე, როცა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შეძლო და მზადაა 10 აპრილს თანაგუნდელებს დაეხმაროს.
კარგ კონდიციაში იმყოფებიან რაფაელ ლეაო და ბრაჰიმ დიასიც -"პარმასთან" სათამაშოდ მზად არიან.
რაც შეეხება კაპიტანს, რომანიოლი კვლავ ტრავმირებულია. მას კუნთის პრობლემები აწუხებს და მომდევნო ტურში თამაშს ვერ მოახერხებს.