გერმანულმა კლუბმა როდრიგესთან შეთანხმებას მიაღწია

გერმანულმა კლუბმა როდრიგესთან შეთანხმებას მიაღწია

"SportMediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიკარდო როდრიგესი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანს" დატოვებს, რადგან ტეო ერნანდესს ძირითადი შემადგენლობისათვის ბრძოლაში კონკურენციას ვერ უწევს.

27 წლის შვეიცარიელი განაპირა მცველის დამატებით ყველაზე მეტად გერმანული "შალკე" ინტერესდება და თუ წყაროს ვენდობით მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამჟამად კი კლუბებს შორის მოლაპარაკებაღაა დარჩენილი.

როდრიგესი "როსონერის" მაისურით მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ მოგვევლინა. რაც შეეხება მის ამჟამინდელ კონტრაქტს, 2021 წლამდეა გათვლილი.

1 წლის წინ
1527 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი