"Sky Italia"-ს ინფორმაციით, მილანურ კლუბსა და ჩალჰანოღლუს შორის მოლაპარაკება შეჩერდა.
როგორც ცნობილია, მიზეზი 1 მილიონი ევროს განსხვავება აღმოჩნდა მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის.
არის ტურინის "იუვენტუსის" ვარიანტიც.
ამ სეზონში თურქის ანგარიშზე ლომბარდიული გრანდის მაისურით 34 მატჩში 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.