"Sempremilan"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანს" ხვიჩა კვარაცხელია სურს. ამ ინფორმაციას კიდევ ერთი გავლენიანი წყარო ადასტურებს.
დეტალებში კი ცნობილია, რომ "როსონერის" ხელმძღვანელობა ქართველი ტალანტის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან, შეხვედრას გეგმავს.
მოკლედ ეს ბიჭი გვაოცებს და სხვადასხვა ჭორი ვრცელდება და ვრცელდება. ამ ზაფხულს ცხელ-ცხელი ამბები გველოდება.
ისე კი გეტყვით, რომ ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყაზანის "რუბინის" მაისურით 21 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.