ზაფხულამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და "მილანსაც" დონარუმას დასაყოლიებლად მინიმალური ვადები აქვს.
როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა არსებული სიტუაციით ისარგებლოს და დონარუმას 12 მილიონიან შეთავაზებას უმზადებს. ეს თანხა 4 მილიონით მეტია "როსონერის" შეთავაზებულ ხელფასზე.
თავის მხრივ რაიოლა კლუბისგან 10 მილიონს ითხოვს და ფრანგული კლუბის შეთავაზება, შესაძლოა, მათთვის ზედმეტად მიმზიდველი აღმოჩნდეს.
მიუხედავად ამისა "მილანი" წინადადების გაზრდას არ აპირებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდების შემთხვევაში, ჯიჯოს დაყოლიებას მოახერხებს.