იბრაჰიმოვიჩი შვედეთში გააკრიტიკეს

იბრაჰიმოვიჩი შვედეთში გააკრიტიკეს

"მილანის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მშობლიურ შვედეთში კრიტიკის ობიექტი გახდა.

39 წლის ფეხბურთელს ბრალად სდებენ იმას, რომ 2011 წელს მან სამხრეთ აფრიკაში ლომი მოინადირა, შემდეგ კი მოკლული ცხოველის ტყავი და თავის ქალა შვედეთში გაგზავნა.

ლომი "წითელ წიგნში" ოფიციალურად არის აღიარებული "დაუცველ სახეობად", მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ლომზე ნადირობა სპეციალური ნებართვის შემთხვევაში კანონით დაშვებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ზლატანი მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ თავს ლომს ადარებს და ზურგზე ცხოველის დიდი ტატუც აქვს.

 

1 კვირის წინ
471 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია