"Transfermarkt"-მა ფლორიან ტაუვინის "მილანში" შესაძლო გადასვლაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მარსელის "ოლიმპიკის" მოთამაშეს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება ამ წლის 30 ივნისს ეწურება და ეს ამბავი "როსონერის" ხელს აძლევს.
ამ სეზონში 28 წლის ვინგერის ანგარიშზე "ოლიმპიკის" მაისურით 38 მატჩში 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.