"ხვიჩა ამ კლუბებში არ უნდა გადავიდეს", - სლუცკი

"ხვიჩა ამ კლუბებში არ უნდა გადავიდეს", - სლუცკი

ყაზანის "რუბინის" დამრიგებელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ არჩევანი "მილანზე" და "იუვენტუსზე" არ უნდა შეაჩეროს:

"სერია ა-ს ტოპ გუნდები? ვფიქრობ ხვიჩა "მილანში" და "იუვენტუსში" არ უნდა გადავიდეს. მას უფრო საშუალო დონის კლუბის სჭირდება მაგალითად "ატალანტა", "სევილია" ან "ლევერკუზენი".

"თუ ხვიჩა საკმარის სათამაშო დროს ვერ მიიღებს, შეაძლოა შინაგანად ჩამოიშალოს, ეს კი დიდ კლუბში გადასვლის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება. ამიტომ ვურჩევდი, რომ ჯერ შუა საფეხბური გაიაროს", - განაცხადა სლუცკიმ.

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში თავი გამოიჩინა და მასზე თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის პრესა ლაპარაკობს.

მანამდე იწერებოდა, რომ მალდინის ბლოკნოტში უკვე ჩანიშნულია "რთულად წარმოსათქმელი გვარის მქონე ნიჭიერი ქართველი" და მას ევროპული გრანდების სკაუტები ესპანეთთან შეხვედრაში აკვირდებოდნენ.

1 კვირის წინ
853 / 3
ibra
user
Arigo არადა სწორედ ამ ფორმაციის მილანია ხვიჩაზე ზედგამოჭრილი
user
American Arigo Aba raa, zustad es milania sadac unda movides! 
user
Arigo Arigo მილანს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები სჭირდება, შემტევი და ენერგიულები... სწორედ ვინგერების პრობლემა აქვს და ხვიჩაზე უნდა გაიწიონ
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია