"The Telegraph": იბრაჰიმოვიჩმა მომავალი კლუბი საბოლოოდ აირჩია!

"The Telegraph": იბრაჰიმოვიჩმა მომავალი კლუბი საბოლოოდ აირჩია!

"მილანისა" და იბრაჰიმოვიჩის საგა დასასრულს უახლოვდება. "The Telegraph"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატანმა მომავალი კლუბი საბოლოოდ აირჩია.

გამოცდილი თავდამსხმელი "სან სიროზე" გადაბარგდება და "შავ-წითლებს" კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. ინგლისური ტაბლოიდი სხვა ცნობებს არ იძლევა გარდა იმისა, რომ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტი მალე გაფორმდება.

მიუხედავად ბრიტანული გამოცემის თავდაჯერებულობისა, ჯერჯერობით არც ერთი იტალიური გამოცემა ამის შესახებ არ წერს, ამიტომ ამ ინფორმაციის სანდოობა ეჭვის ქვეშ დგას, თუმცა ეჭვგარეშეა რომ იბრა "როსონერისთან" ძალიან ახლოსაა.

1 წლის წინ
1379 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი