გამოკითხვამ აჩვენა, იტალიური საფეხბურთო კლუბიდან "მილანი" არის პირველი ბრენდი, რომელსაც ყველაზე კარგად იცონობენ ამერიკასა და ჩინეთში.
ანალიტიკურმა კომპანია The YouGov-მა გამოკითხვისას ინდიკატორად 6 მაჩვენებელი აირჩია. მათ შორის კლუბის ისტორია, ფეხბურთის ხარისხი, მიღწევები და გულშემატკივრების რაოდენობა.
გასულ წელთან შედარებით "როსონერის" მაჩვენებელმა 1.9 დან 6.1-მდე აიწია და ახლა საფეხბურთო კლუბების ცნობადობით აშშ-ში მე-8 ადგილს იკავებს.
ამერიკაში წამყვან საფეხბურთო კლუბებად აღიქმება: "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ჩელსი", "ბაიერნი".
ჩინეთში კი ლომბარდიელებს უკეთ იცნობენ, მათი მაჩვენებელი 14.9 და სამეულში "ბარსელონასა" და "რეალის" შემდეგ იკავებს ადგილს.
იტალიაში, ბოლო წლების განმავლობაში მათმა კლუბის პოპულარობა 7.3-დან 22,5-მდე გაიზარდა და "იუვენტუსის" შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.