logo

"მილანი" გერმანელ სპეციალისტს მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობს

"მილანი" გერმანელ სპეციალისტს მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობს

2020-2021 წლების სეზონიდან "მილანს" სავარაუდოდ რალფ რანგნიკი ჩაიბარებს. "Bild"-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უარყვეს, ზაფხულში გერმანელის "როსონერიში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, იტალიური გრანდი 61 წლის სპეციალისტს ერთდროულად ორ თანამდებობას სთავაზობს - მან მთავარი მწვრთნელის პოსტი და სპორტული დირექტორის როლი უნდა შეითავსოს.

რანგნიკის უკანასკნელი გუნდი "ლაიფციგი" იყო. აქამდე მან "შალკეში", "ჰოფენჰაიმში", "ჰანოვერსა" და "შტუტგარტში" იმუშავა. "შალკესთან" ერთად მან გერმანიის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო.

ამჟამად სპეციალისტი კონცერნ "რედ ბულის" სპორტისა და განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებს.

სერია ა-ს 22 ტურის შემდეგ "მილანი" 32 ქულით მე-8 აგილზე იმყოფება. "როსონერი" იტალიის თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე "იუვენტუსი" იქნება. ოქტომბრიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლია.



9 თვის წინ
1744 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ