logo

ჰანდანოვიჩი: "მზად ვარ, მოტეხილი თითითაც კი ვითამაშო"

ჰანდანოვიჩი: "მზად ვარ, მოტეხილი თითითაც კი ვითამაშო"

მოგეხსენებათ, სერია ა-ს მომდევნო, 23-ე ტურში "ინტერი" "მილანთან" მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება

"ნერაძულის" 35 წლის გოლკიპერ სამირ ჰანდანოვიჩს მარცხენა ხელის თითის ტრავმა აქვს. "ინტერის" პრესსამსახური უწყება, რომ სამირის მდგომარეობა უახლოეს დროში შეფასდება, თუმცა იტალიური პრესის მიხედვით, გამოცდილი სლოვენიერი გოლკიპერი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით ჰანდანოვიჩის კომენტარი გავრცელდა, სადაც ის "მილანთან" თამაშის სურვილს გამოთქვამს.

"დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანია. არ ვიცი რა იქნება, თუმცა მზად ვარ, მოტეხილი თითითაც ვითამაშო", - უთქვამს გამოცდილ სლოვენიელს.

თუმცა, როგორც ჩანს, "ინტერის" თავკაცი ჰანდანოვიჩისგან განსხვავებით გარისკვას არ გეგმავს. კონტემ  საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო - მან განაცხადში დეიან სტანკოვიჩის შვილი შეიყვანა, რომელიც "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, მილანური დერბი "დელა მადონინა" 9 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

6 თვის წინ
1100 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 395
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ