კესიეს მილანური მომავალი შეიცვალა

კესიეს მილანური მომავალი შეიცვალა

ფრანკ კესიემ მიმდინარე სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და მისი მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, თუმცა "Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელობაში კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალეს.

კესიე კვლავ დაუბრუნდება "როსონერის" ძირითად შემადგენლობას, რადგან ბოლო ვარჯიშებზე ძალიან მოუმატა და პიოლის დაუმტკიცა, რომ მისთვის პრიორიტეტული კვლავ "სან სიროზე" კარგად თამაშია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ლომბარდიული გრანდი ფრანკს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეინარჩუნებს. ახალგაზრდა ნახევარმცველი "პარმასთან" გაცილებით კარგად გამოიყურებოდა ვიდრე სეზონის დასაწყისში მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში შეცვალეს.

1 წლის წინ
1499 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი