11 მარტს, თბილისის დროით 21:55 საათზე, ოლდ ტრაფორდზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "მილანს" უმასპინძლებს.
გუნდები ერთმანეთს ევროპა ლიგის პლეიოფის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან. "Gazzetta dello Sport"-ი კი პირველი მატჩის წინ ტრავმირებულებზე ინფორმაციას ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ "როსონერის" მოახლოებულ მატჩში სანდრო ტონალი, ტეო ერნანდესი და ანტე რებიჩი სრული ძალებით დაუბრუნდებიან.
სავარაუდოდ, იტალიურ გუნდს ინგლისში წასვლა ისმაელ ბენასერის, მარიო მანჯუკიჩის და ჰაკან ჩალჰანოღლუს გარეშე მოუწევს.
უკვე გამორიცხულია ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში.