"მილანის" ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დებიუტი "სანრემოზე" გასულ ღამეს შედგა. შვედმა ჩვეული მედიდური ნაბიჯებით ჩაიარა საფეხურები, როცა წამყვანმა "ამპარტავანი, ცუდი ბიჭის" სტატუსით წარადგინა.
"ჩემთვის აქ ყოფნა პატივია. ჩვეულებრივ, დიდებულად და ძლევამოსილად ვგრძნობ, აქ თითქოს დავპატარავდი, მაგრამ მაინც შენზე დიდებული და ძლევამოსილი ვარ. ეს სცენაც ძალიან ვიწროა, შენნაირი პატარა ადამიანებისთვის. მე მჭირდება სცენა 105/68 მეტრზე, როგორც "სან სიროზე", - უთხრა ზლატანმა ფესტივალის ორგანიზატორ ამადეუსს, რომელიც "ინტერის" ქომაგია.