logo

პიოლის პრესკონფერენცია "ვერონასთან" მატჩის წინ

პიოლის პრესკონფერენცია "ვერონასთან" მატჩის წინ

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სერია ა-ს 22-ე ტურში "ვერონასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორ შეაფასებდი ზამთრის ტრასფერებს, აკლია "მილანს" ფეხბურთელები ნახევარდაცვაში ან შეტევაში?

- "მიხარია, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ვფიქრობ, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს კარგად ვაკეთებდით და ჩვენს სამუშაოზე ვიყავით ორიენტირებულები. ახლა შევქმენით თანმიმდევრული და კომპაქტური გუნდი. გვინდოდა, შეგვეძინა ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებიც მოგვცემდნენ ბევრს თავისი პიროვნული გამოცდილებიდან. ვიგულისხმე ზლატანი, კიაერი, ბეგოვიჩი. ჩვენ სწორი პოზიციები გავამაგრეთ. ბედნიერი ვარ ამ ტრანსფერებით. მალე ბილიასაც აღვადგენთ. ბევრი მოთამაშე გვყავს გუნდში, რომლებიც მოგვცემენ გამოსავლის საშუალებას. პიონტეკი კი შეიცვალა იბრათი".

ბოლო დროს გუნდი რეგულარულად იგებს, რას ფიქრობთ ამაზე?

- "გუნდს აქვს შესაბამისი, სწორი თვისებები, შეუძლია წამოდგომა სირთულეების დროს და იცის როგორ მოიგოს. ამ მოგების უწყვეტობას შეუძლია მოახდინოს პოზიტიური გავლენა გუნდის მორალზე. იანვარი ჩვენს უკანაა, რასაც აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა ახლა აქცენტი უნდა გავაკეთოთ მოცემულ მომენტზე და ყურადღების ცენტრში უნდა ვიყოთ".

როგორ დაემშვიდობეთ სუსოს და პიონტეკს?

- "სუსომ ყველას მადლობა გადაგვიხადა სამშაბათის მატჩის შემდეგ. მასში არანაირი სიბრაზე არ იყო, მშვიდ გარემოში დავემშვიდობეთ. კრიშტოფთან არ მქონია შეხება, რადგან ის თითქმის დაუყოვნებლივ წავიდა. მასთან არანაირი პრობლემა არ გვქონია, რადგან ის ყოველთვის აჩვენებდა თავის პროფესიონალიზმს".

შეუძლია "მილანს" მართლა იფიქროს ჩემპიონთა ლიგაზე?

- "ჩვენ ამჟამად კარგ ფორმაში ვართ და ვცდილობთ უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ზემოთ ასვლა ძალიან რთული და ციცაბოა, მაგრამ ზემოდან ყოველთვის კარგი ხედი იშლება. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ ამ მიზნის მისაღწევად".

ახლა რა პრობლემები აქვს "მილანს"?

- “ კიაერს და იბრას ბოლო 2-3 დღე აქვთ გრიპი, რთულია თქმა, რომ ისინი ხვალინდელ მატჩში გამოცხადდებიან. კრუნიჩთანაც პრობლემებია, ვნახოთ ვინ შემიძლია მოვიწვიო ხვალინდელი მატჩისთვის".

შეუძლია რებიჩს უფრო მეტი?

- "ყოველთვის ცდილობს გაუმჯობესებას და განვითარებას. მას შეუძლია, რომ უკეთესი გააკეთოს მოედანზე და გადამწყვეტი იყოს მატჩების დროს".

შეგიძლია აგვიხსნა რა დაემართა პაკეტას?

- "ბევრი არაფერია სათქმელი, პაკეტა "მილანის" მოთამაშეა და ბევრი აქვს სამუშაო, რომ ხელმისაწვდომი იყოს გუნდისთვის. ლუკასი კარგი მოთამაშეა, როგორც მისმა თანაგუნდელებმა, მანაც ბევრი უნდა იმუშაოს რომ მზად იყოს თამაშისთვის".

5 თვის წინ
1027 / 0
ლევან კვინიკაძე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ