სულშერი: "დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი გამიკეთეს"

სულშერი: "დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი გამიკეთეს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე სულშერმა ევროპის ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ძალიან დადებითად შეაფასა.

"კენჭისყრის შედეგით დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი გამიკეთეს. ძალიან კარგი იქნება წარსულის გახსენება და ერთგვარად ჩემპიონთა ლიგის ატმოსფეროც იქნება, როდესაც ეს ორი კლუბი ერთმანეთს უპირისპირდება."

"მილანი" დიდებული გუნდია დიდებული სტადიონით და ჩვენთვის მათთან შეხვედრა დიდი გამოწვევა იქნება. ზლატანზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მისით აღფრთოვანებული ვარ." - განაცხადა სულშერმა.

1 თვის წინ
767 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია